სახლის ჭკვიანი საკეტი Tediton A270 Pro
520 ₾
Tediton A270 Pro – თანამედროვე, ელეგანტური და მრავალფუნქციური სახლის ჭკვიანი საკეტი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
მუშაობს Tuya/TTLock აპლიკაციით, თითის ანაბეჭდით, კოდით, ბარათით, სამაჯურითა და მექანიკური გასაღებით. იდეალურია ხის და მეტალის კარებისთვის. წყალგაუმტარი (IP44), გამძლე და დახვეწილი დიზაინით.
სახლის ჭკვიანი საკეტი Tediton A270 Pro
Tediton A270 Pro წარმოადგენს უსაფრთხოებისა და დიზაინის თანამედროვე სტანდარტს ციფრული საკეტების სფეროში. შექმნილია როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული სივრცეებისთვის, ეს მოდელი აერთიანებს ინოვაციას, გამძლეობასა და პრაქტიკულობას.
🔑 განბლოკვის მრავალმხრივი მეთოდები:
მოწყობილობა უზრუნველყოფს წვდომას Tuya App-ით ან TTLock აპლიკაციით, M1 ბარათით, თითის ანაბეჭდით, პაროლით, RFID სამაჯურით ან მექანიკური გასაღებით — რაც მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურ მოქნილობას და კონტროლს.
🧠 ჭკვიანი ფუნქციები და ბიომეტრია:
საკეტზე ინტეგრირებულია ერთი შეხებით წვდომის ბიომეტრიული სენსორი, რომელიც სწრაფად და ზუსტად ამოიცნობს მომხმარებელს. მოწყობილობას გააჩნია სარეზერვო USB კვების პორტი, რაც უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას ელ. ენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც.
ტექნიკური მახასიათებლები
-
მასალა: ალუმინის შენადნობი
-
ფერი: შავი, სატინის ნიკელი
-
გაღების მეთოდები: მობილური აპლიკაცია, პაროლი, თითის ანაბეჭდი, ბარათი, NFC ან მექანიკური გასაღები
-
ზომები: სიმაღლე 263 მმ × სიგანე 65 მმ
-
კვების წყარო: 4 ცალი AA ტიპის ელემენტი
-
USB-ით ავარიული კვება: დიახ
-
კარის სისქე: 35 – 55 მმ
-
გამოყენება: ხის ან მეტალის კარებისთვის
-
კარის ზარის ფუნქცია: დიახ
-
სამუშაო ტემპერატურა: -20°C – 60°C
ჭკვიანი საკეტის მონტაჟი
ჭკვიანი საკეტის მონტაჟი ყველაზე გონივრული არჩევანია თქვენი სახლის, ოფისის ან კომერციული ობიექტისთვის. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალურ მონტაჟს ყველა სახის ციფრულ საკეტზე — იქნება ეს Wi-Fi საკეტი, ბიომეტრიული თითის ანაბეჭდის მოდელი, PIN კოდური სისტემა, RFID ბარათიანი ან Tuya/TTLock აპლიკაციაზე მომუშავე მოწყობილობები.
🔧 რა შედის მომსახურებაში:
-
ძველი საკეტის დემონტაჟი (შესაბამისობის შემთხვევაში)
-
ახალი ჭკვიანი საკეტის ინსტალაცია და მორგება კარზე
-
ელექტრული ან ელემენტზე მომუშავე მოდელების გამართვა
-
აპლიკაციასთან და ქსელთან დაკავშირება
-
მომხმარებლის სასურველი პარამეტრების დაყენება (კოდები, ანაბეჭდები, ბარათები)
-
ტესტირება და ინსტრუქციის მიწოდება
🛠 ვმუშაობთ ყველა ტიპის კართან:
-
ხის კარი
-
მეტალის კარი
-
შიდა ან გარე კარები
-
სასტუმროს, ბინის, ოფისის, საწყობის და სხვა სივრცეების შესასვლელები
ჩვენი გამოცდილება და ტექნიკური ცოდნა გარანტიას გაძლევთ, რომ მონტაჟი იქნება სწრაფი, სუფთა და სრულად მორგებული უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს. ასევე გთავაზობთ კამერების და შვეიცარების მონტაჟს.
| ბრენდი |
Tediton |
|---|
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება.
Tediton არის ჭკვიანი საკეტების წამყვანი მწარმოებელი ჩინური კომპანია, რომელსაც აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება დიზაინსა და წარმოებაში.
pmcgroup.ge მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიასთან და არის Tediton- ის წარმომადგენელი საქართველოში.
მიწოდების დეტალები
ნებისმიერი ნივთის შეძენამდე, აუცილებელია ამ ნივთის ხელმისაწვდომობის, სასურველი ფერის, ან ზომის გადამოწმება!!!
მიწოდების პირობები:
ჩვენ გვყავს ჩვენი საკურიერო კომპანია, რომელიც თბილისის მასშტაბით 100 ლარის ზემოთ ღირებულების ბროდუქტს სრულიად უფასოდ მოგაწვდით თქვენს შეკვეთას ადგილზე, ხოლო რეგიონებში კი ყველაზე დაბალი ტარიფით მოგემსახურებათ.
მიწოდების ვადებთან დაკავშირებით დაგვირეკეთ ჩვენს საკონტაქტო ნომერზე.
შეკვეთის მიღების პირობები:
- მოცულობითი შეკვეთების სართულზე ატანა ფასიანია და ამის სურვილის შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაგვაფრთხილოთ წინასწარ.
- კურიერის მოვალეობაში არ შედის არანაირი ნივთის აწყობა, მონტაჟი - ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ მონტაჟის სერვისი.
- ანგარიშწორება ხორციელდება: ნაღდი ანგარიშწორებით ან საბანკო გადარიცხვით.
- შეკვეთის მიღებისას გთხოვთ კარგად შეამოწმოთ მიღებული ამანათი.ნებისმიერი პრობლემის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ჩვენთან დაკავშირება წერილობით.

მიმოხილვა
ფილტრების გასუფთავებამიმოხილვები ჯერ არ არის.